"რუმ დიზაინ სტუდიომ" დაასრულა კიდევ ერთი კერძო ბინის პროექტი საგურამოს ერთერთ მშვიდ და ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოში. პროექტის მთავარ კონცეფციას, მთლიანად ნატურალური მასალით მოპირკეთება წარმოადგენდა.
ბინის საერთო მოცულობა (350 მ2) გაფორმებულია ეკლექტურ სტილში, რომელშიც შეხვდებით აღმოსავლურ მოტივებს და კოლონიურ სტილს.
CLIENT: INDIVIDUAL
Completed work: interior, exterior.
დასრულების თარიღი : 15 სექტემბერი 2021
ბუნებასთან შერწყმული ჰარმონიული სტილი
არქიტექტორულად გადაწყვეტილია მთლიანი პანორამული სტილი, რათა მაქსიალურად შეგვეთავსებინა ბუნების ხედები ინტერიერთან და ორგანულად მოგვეხდინა ბუნების მშვიდი და ინეტერიერის ხის დეტალებით მოწყობის ბუნებრივი მომენტები. ასევე ნებისმიერი ოთახიდან შესაძლებელი გავხადეთ ტკბობა არსებული ფიჭვნარის სილამაზით.
სამზარეულო გაერთიანებულია სასადილო ზონასთან და კედელზე მოხდენილად არის შეხამებული ნატურალური ქვის დეტალები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ძველებურ ევროპულ სტილის სახლებში.
INTERIOR DESIGN SOLUTIONS
ბინაში, ასევე, არის მოსასვენებელი ოთახი სპეციალურად ცალკე განმარტოვებისთვის და მაქსიმალური სიმშვიდისთვის. ეს ძველებური სტილის ოთახი უკავშირდება საძინებლებს და შესაბამისად, ჰარმონიულად გადადის საძინებლების მშვიდ ზონაში.
ბინის ბოლო სართული ისევ მშვიდ და წყნარი ატმოსფეროს შექმნას ემსახურება, სადაც სტუმრებთან ერთად შეიძლება განმარტოვება და ხის მასიური მოპირკეთების ფანჯრებიდან ბუნების სილამაზით ტკბობა.
დანარჩენი სივრცის დეკორატიული ელემენტები - მსოფლიო რუქა მასიურ ხის ჩარჩოში და სამზარელოს ტექნიკა გადაწყვეტილია რეტრო სტილში, ინტერიერს ასევე განსაკუთრებულ ვინტაჟურ ელფერს სძენს ჭაღები.