დიზაინ-პროექტირება – ეს არის იდეების, სურვილებისა და მოთხოვნების განსახიერება კონკრეტული სივრცის დიზაინისთვის; ეს არის სამუშაოთა რუკა, რომელზეც მშენებლები და ხელოსნები იმოქმედებენ თქვენი ოცნებების ინტერიერის მოსაწყობად და მოსაპირკეთებლად.დიზაინ-პროექტი გამორიცხავს მშენებლობის შეცდომებს, არასწორ დიზაინს, მასალებს და არაპროგნოზირებად შედეგებს, რომელიც ერთერთი მნიშვნელოვანი პუნქტია სწორი მომსახურების. ჩვენი მომსახურების „ სტანდარტ “ პროექტირების ფარგლებში, შეგიძლიათ სწორად დაგეგმოთ თქვენი სივრცე და გამოიყენოთ თითოეული მეტრის ფუნქცია 100% -ით. მომსახურება გათვლილია მცირე და საშუალო ბიუჯეტიანი პროექტებისთვის ან მათთვის, ვისთვისაც საჭიროა მხოლოდ სწორი დაგეგმარება და ზუსტი ფუნქციონალური კონცეფციის შექმნის მონახაზი, ფასი მოცემულია დოლარის ექვივალენტის შესაბამისად ლარში და დამოკიდებულია პროექტის მოცულობასა და სირთულეზე, რადგან ფასი და ღირებულება სხვადასხვა რამ არის.
ჩვენი გუნდი ქმნის ინდივიდუალურ და ბრენდზე მორგებულ ინტერიერს, რომელიც აერთიანებს სტილს, ფუნქციონალს და კომფორტს — თქვენი სივრცე იღებს ახალ სიცოცხლეს.
თითოეული პროექტი იწყება საჭიროებებისა და სივრცის სიღრმისეული ანალიზით. ვგეგმავთ ისე, რომ შედეგი იყოს როგორც ეფექტური, ისე ესთეტიკურად გამართული.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იდეა სრულად აისახოს რეალიზაციაში. დეტალებზე ზრუნვა და ხარისხიანი შესრულება ჩვენი ხელწერაა.
„რუმ დიზაინ პროექტირების“ ფარგლებში, დამატებით გეძლევათ საშუალება ისარგებლოთ 10-20%-მდე ლოიალური ფასდაკლებით იმ მასალებსა და მოსაპირკეთებელ პროდუქტებზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იქნას კონკრეტული ობიექტის პროექტირებისა და დიზაინის შემთხვევაში. ჩვენ მიერ გამოყენებული მასალა არის გარანტირებული ხარისხის და მოწოდებული ჩვენი პარტნიორი ლიდერი ევროპული კომპანიებისგან.
ჩვენი მთავარი სიძლიერე პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია. ჩვენ ვგრნობთ სტილს, ვეხებით ფერებსა და ფაქტურებს, ვფიქრობთ და ვგეგმავთ მასშტაბურად. ჩვენ ვართ თქვენი საიმედო პარტნიორი.