PROFESSIONAL
პროფესიონალი

დიზაინ-პროექტირება – ეს არის იდეების, სურვილებისა და მოთხოვნების განსახიერება კონკრეტული სივრცის დიზაინისთვის. ეს არის სამუშაოთა  რუკა, რომელზეც შემდგომ მშენებლები და ხელოსნები იმოქმედებენ თქვენი ოცნებების ინტერიერის მოსაწყობად და მოსაპირკეთებლად.  დიზაინ-პროექტი გამორიცხავს მშენებლობის შეცდომებს, არასწორ დიზაინს, მასალებს და არაპროგნოზირებად შედეგებს,  რომელიც ერთერთი მნიშვნელოვანი პუნქტია სწორი მომსახურების. ჩვენი მომსახურების  „ პროფესიონალი “  პროექტირების ფარგლებში, შეგიძლიათ სწორად დაგეგმოთ თქვენი სივრცე  და გამოიყენოთ თითოეული მეტრის ფუნქცია 100% -ით. მომსახურების ფარგლებში „დიზაინ-პროექტი“ ითვალისწინებს თქვენს სურვილებს და მზადაა სრული სამოქმედო გეგმისთვის. მასში შედის ნახაზები, გეგმები, 3D- ვიზუალიზაცია, ინტერიერის, ავეჯის დიზაინის, სხვადასხვა დეკორაციის გეგმები და მასალების შერჩევა „გალერეა რუმ დიზაინის”  პროდუქტების ფარგლებში. ასევე, შეგიძლიათ  წინასწარ იხილოთ პროექტის  სრული  შემადგენლობა  –  „ პროფესიონალ დიზაინ-პროექტირების”  მომსახურების სექციის მიხედვით. ფასი მოცემულია დოლარის ექვივალენტის შესაბამისად ლარში და დამოკიდებულია პროექტის მოცულობასა და სირთულეზე, რადგან  ფასი და ღირებულება სხვადასხვა რამ არის.

იდეალურად დაბალანსებული დიზაინი

ჩვენი კონცეპტუალური მიდგომა აერთიანებს ესთეტიკას, ფუნქციონალს და ბრენდის ინდივიდუალობას — სწორედ იქ, სადაც ვიზუალური შთაბეჭდილება რეალურ ღირებულებად იქცევა.

გონივრულად დაგეგმილი სივრცე

ყოველი პროექტი იწყება დეტალური ანალიზით. ვგეგმავთ ისე, რომ სივრცე იყოს არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ეფექტურად გამოყენებული.

ინტელიგენტურად შესრულებული დეტალები

მთავარი არა მხოლოდ იდეის შექმნა, არამედ მისი მაღალ დონეზე რეალიზაციაა — ზუსტად ასე ვაკეთებთ ამას ჩვენ, „Room Design Studio“-ში.

პროფესიონალი 44.90 USD

„რუმ დიზაინ პროექტირების“  ფარგლებში, დამატებით გეძლევათ საშუალება ისარგებლოთ  10-20%-მდე ლოიალური ფასდაკლებით იმ მასლაებსა და მოსაპირკეთებელ პროდუქტებზე, რომლებიც შესაძლოა გამოყენებული იქნას კონკრეტული ობიექტის  პროექტირებისა და დიზიანის შემთხვევაში. ჩვენ მიერ გამოყენებული მასალა არის გარანტირებული ხარისხის და მოწოდებული ჩვენი  პარტნიორი ლიდერი ევროპული კომპანიებისგან. 

 

ჩვენი მთავარი სიძლიერე პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია. ჩვენ ვგრნობთ სტილს, ვეხებით ფერებსა და ფაქტურებს, ვფიქრობთ და ვგეგმავთ მასშტაბურად. ჩვენ ვართ თქვენი საიმედო პარტნიორი.

 

პ.ს  – ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, დიზაინის პროექტზე  თანხის დაზოგვა იწვევს მხოლოდ  ხარჯების ზრდას,  რადგან გამოუცდელი ადამიანი ვერ შეძლებს ამდენ საკითხების სწორად მოგვარებას,  ათობით ჩვენი კლიენტი კი  დარწმუნდა, რომ დიზაინ-პროექტი იხდის თავისთავს და მის გარეშე შეუძლებელია სასურველი ინტერიერის შექმნა.

  • არსებული მდგომარეობის  შეფასება
  • დიზაინ კონფეცფციის შექმნა და დამუშავება 
  • ორიგინალურ დიზაინერული გადაწყვეტილებები
  • სიტუაციური გეგმის შედგენა, სივრცის ზონირება და ფუნქციონალურად დაყოფა
  • ელექტროობისა და წყალმომარაგების გეგმების შედგენა
  • 3D გრაფიკული ვიზიალიზაცია და წარმოსახვა სივრცეების სხვა და სხვა რაკურსით
  • გათბობა-გაგრილების განლაგების გეგმა
  • ჩამრთველები/როზეტები/განათების კონტროლის/სენსორების გეგმა
  • აუდიო და მულტიმედია დანადგარების განლაგების გეგმა
  • იატაკების  გეგმები,  მასალებით და დეტალებით
  • კედლების კეთილმოწყობისა და მოპირკეთების გეგმები
  • სველი წერტილების მოსაპირკეთებელი მასალები
  • კარებების განლაგება, სტილი და მასალა
  • ფარდები, ფარდაჯალუზების გეგმა და მასალები
  • შესაკვეთი ავეჯის ნახაზები და მასალები 
  • ტექსტილი, აქსესუარები და გასაფორმებელი დეკორები
  • შესაკვეთი მასალების დოკუმენტაციის მომზადება
  • სამუშაო ნახაზების მომზადება

ჩვენი ექსკლუზიური პარტნიორი გალერეა რუმ დიზაინი

-20% ფასდაკლება

რუმ დიზაინ სტუდიოს მომხმარებლებისთვის გალერეა რუმ დიზაინის პროდუქციაზე