განსაკუთრებით ატმოსფერულია პირველი სართულის დიზაინი – ულტრა ლაუნჯ ზონა. ეს ორგანულად ერწყმის ბინის დანარჩენ გარემოს ექსკლუზიური რბილი ღია ფერის ავეჯით და დეკორატიული და ელეგანტური ჟურნალების მაგიდების კომპოზიციით, ასევე სასადილო დიდი მაგიდით ათ პერსონაზე და ორი ელეგანტური ხაზის კედლის კარადებით, რომლებიც უფრო მეტად უსვამენ ხაზს ინტერიერის განსხვავებულ ფორმას, დღის განმავლობაში მოსასვენებელი ზონა განათებულია ბუნებრივი განათებით; მას ჭერის უმეტესი ნაწილი უჭირავს, საღამოს თბილი განათებების შემადგენლობა თანაბრად ანაწილებს სინათლეს მთელ ტერიტორიაზე.
ლაუნჯ-ზონის ატმოსფერო გრძელდება უნიკალური სველი წერტილით, რომელიც ისეთ შთამბეჭდავ ბუნებრივ თემებსა და ეთნიკურ ნიმუშებს შეიცავს, როგორიცაა: ცოცხალი ყვავილები და ბუდას ქანდაკება – განლაგებული დაძველებული მუხის ხის თაროებზე, სადაც აგრეთვე მოთავსებულია ბუნებრივი მდინარის ქვის ხელითნაკეთი ნიჟარა. კომპოზიცია საერთო ჯამში ჰარმონილად ერწყმის დანარჩენი ოთახების ინტერიერს.
მეორე სართულზე განთავსებულია ბიბლიოთეკა. ელეგანტური Cattelan- ს მაგიდა, დიზაინერული პუფი და ექსკლუზიური Moooi chandelier – შესანიშნავი ჭაღი, მშვენიერ ადგილს ქმნის კითხვისა და დასვენებისთვის, ამ ყველაფერს სპორტული დარბაზი და სასტუმრო ოთახი მოყვება. ჩვენი დამკვეთის თითოეული საძინებლის ინტერიერი შეიქმნა მისი მფლობლების პიროვნების საფუძველზე, რისთვისაც ჩვენ სპეციალურად გავეცანით მშობლებისა და ბავშვების სურვილებს და მათ ღირებულებებს.