"რუმ დიზაინ სტუდიომ" დაასრულა 340 მ2 კერძო, თანამედროვე სტილის საცხოვრებელი ბინის პროექტირება და დიზანი წყნეთის ერთერთ მყდრო და მშვიდ ადგილას, სადაც ჩვენმა დიზაინერმა გამოიყენა მხოლოდ ბოლო მსოფლიო ინტერიერის ტრენდები და საუკეთესო მოსაპირკეთებელი თუ მოსაწყობი მასალები თავისი ორიგინალური გადაწყვეტილებებით.
დამკვეთი : ფიზიკური პირი
შესრულებული სამუშაო : ინტერიერი
დასრულების თარიღი : 08 მაისი 2022
კლასიკურ და თანამედროვე სტილში გადაწყვეტილი ინტერიერი
პირველი სართული განკუთვნილია სამოყვარულო ზონისთვის. აქ ჩვენმა დამკვეთებმა შეიძლება მიიღონ სტუმრები, ან სასიამოვნოდ და კომფორტულად გაატარონ დრო ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად მშვიდ გარემოში.
სასტუმრო ოთახის შუაგულში არის ბუხარი, რომელიც დიდ ყურადღებას იპყრობს დამატებითი საინტერესო დეკორატიული ელემენტებით. მასიური ჭაღი და ნატურალური ქვით მოპირკეთებული კედლები. საბოლოო სტილი კი გადაწყვეტილია კლასიკური და თანამედროვე დეკორებით და არტ - ობიექტებით, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს მთლიან სივრცეს.
სასადილო ოთახი ითვლება უფრო მინიმალურ შემოქმედებით ზონად. ამ შემთხვევაში კეთილმოწყობილია შუა საკუნეების სტილის ავეჯით.
ინტერიერის დიზაინის გადაწყვეტები
მეორე სართული ითვლება კერძო ზონად, სადაც განთავსებული იქნება საძინებლები და აბაზანები ოჯახის უფროსი წევრებისთვის. სივრცე დაგეგმილია და სპეციალურად ორგანიზებულია თანამედროვე ევროპული გადაწყვეტილებებით, რაც იძლევა საშუალებას, რომ დამატებით მოსასვენებელ ოთახებში განთავსდნენ სტუმრები. ეს საძინებლები შექმნილია ტრადიციული ნეიტრალური ფერებით, მაგრამ მუქი მკვეთრი ფერები ინტერიერს ასევე სძენენ თანამედროვე განწყობის ემოციას. და ბოლოს, საძინებლებს ისე, როგორც სხვა ოთახებს, აქვთ ბუნების ულამაზესი პანორამული ხედებით ტკბობის საშუალება, რათა ჩვენმა დამკვეთებმა მშვიდად იგრძნონ თავი და გაექცნენ ხმაურიანი ქალაქის დამღლელ ყოველდღიურ გარემოს.