ვილის პროექტის ერთ-ერთ ფუფუნების ადგილს წარმოადგენს პირველ სართულზე განთავსებული შიდა აუზი, რომლის ინსპირაციის წყარო სიმდიდრის და ბუნებრიობის სინთეზი გახლავთ. აუზის ინტერიერს განსაკუთებულ იერსახეს აძლევს ექსკუზიურად შექმნილი
დეკორატიული წყალგამძლე პანო, ელეგანტური დეკორატიული სანათები და მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ბრენდის BISAZZA-ს უძველესი ტექნიკით შემუშავებული მოზაიკა, შეხამებული ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ, მეგა ფორმატის
კერამოგრანიტის ფილებთან, რომელშიც გაერთიანებულია მკვეთრი ბუნებრივი მასალები და მშვიდი პალიტრა, გეომეტრიული და დახვეწილი ლუქსორის ტიპის ჩანართებით. ინტერიერში განსხვავებული ემოციის და დინამიკის შესაქმნელად კედელს ამშვენებს იტალიური მწარმოებლის INCIOSTRO BIANCO-ს ქარხანაში ექსკლუზიურად „გალერეა რუმ დიზაინის“ შეკვეთით დამზადებული დეკორატიული პანო, რომელიც შექმნილია უძველესი დროის ქანების, ოკეანის ქაფის და ბუნების ინსპირაციით.
სივრცის გასაზრდელად აუზის ჭერზე სპეციალურად გამოყენებულია უჟანგავი ფოლადის, გამჭვირვალე წყლის ეფექტის მქონე დეკორატიული ჭერის პანელები, რომლებიც სარკისებრი ეფექტით ირეკლავენ აუზის წყლის ფერს და ქმნიან უფრო მეტ ჰარმონიულ განწყობას. აუზის ვიტრაჟებს ამშვენებენ მაღალი ხარისხის, ნესტგამძლე, ნატურალური სელის მასალისგან დამზადებული ფარდები, რომლებსაც დამატებით სიმყუდროვე შემოაქვთ ინტერიერში. საცურაო აუზის ტერიტორიაზე სრული კომფორტისთვის განთავსებულია საუნა, საშხაპე, სააბაზანო ოთახები და მოსასვენებელი სივრცე. ვილის ინტერიერის დიზაინში ყველა დეტალი და ელემენტი გააზრებულია. ჩვენი დიზაინერები შეეცადნენ, ყოველი ოთახის ინტერიერი ექციათ ხელოვნების ნიმუშად, ისე, რომ ერთი ნახვითაც დიდი ხნის განმავლობაში დარჩეს ადამიანს მეხსიერებაში სივრცის მომხიბვლელი
იერსახე. რაც შეეხება სასადილო ოთახს და სამზარეულოს, ეს ორი სივრცე ერთმანეთისგან გამოყოფილია სლაიდ სისტემის, გამჭვირვალე, რელიეფური ტიპის შუშის და უჟანგავი ფოლადის პროფილებით დამზადებული ტიხრებით. სამზარეულოს კედლის წინსაფარის დიზაინში გამოყენებულია წყალგამძლე დეკორატიული პანო ბუნებრივი ელემენტებით. დეკორზე გამოსახული პრინტი ასოცირდება ბუნებასთან, რაც დამკვეთის მოთხოვნების მიხედვით იქნა შერჩეული და მისი ფერთა გამა კომპოზიციურად შეესაბამება ინტერიერის კომფორტულ და მდიდრულ ავეჯს.