მწეველებისთვის განკუთვნილ სივრცეში განსაკუთრებით ელეგანტური და გრაციოზული განწყობა შემოაქვთ ვიეტნამური სტილის სკამებსა და ოვალური ფორმის მკრთალ ვარდისფერ სავარძლებს, რომელშიც ძირითად დარბაზში გამოყენებული ჩესტერის ფერები მეორდება სივრცის ერთიანობის შესანარჩუნებლად. ამ გრაციოზულ განწყობას კიდევ უფრო აძლიერებს სარკის და გამჭირვალე განათებების მრგვალი ფორმები. ასევე გასანკუთრებულ აქცენტს სვამს ღია ფერებში გადაწყვეტილი კერამო-გრანიტის ფილები, რომელიც შეხამებულია ავეჯის ტონებთან და ფორმებთან. ერთ-ერთ სიურპრიზს სტუმრებისთვის წარმოადგენს კერძო წვეულებებისთვის განკუთვნილი ზონა, სადაც მაქსიმალურად შინაურული და კომფორტული გარემოა შექმნილი მომხმარებლისთვის. განსაკუთრებით მყუდრო გარემოს შესაქმნელად შეირჩა ხავერდის ზედაპირის მქონე რბილი ავეჯი. ლაუნჯ ზონის ატმოსფერო გრძელდება უნიკალური დეკორატიული სანათებით, რომელსაც
განათების უმეტესი ნაწილი უკავია და თანაბრად ანაწილებს სინათლეს მთელ ტერიტორიაზე. ცოცხალი გამწვანება და ტრადიციულ სტილში გადაწყვეტილი ბუხრის ზედაპირი ქმნის უფრო ვინტაჟურ და დამაშვიდებელ განწყობას, სადაც ცეცხლის პირას სტუმრებს შეეძლებათ განიტვირთონ დამღლელი დღის ბოლოს. რაც შეეხება ფასადს, ვეცადეთ, რომ იგი მაქსიმლურად ჩავგვესვა არეალზე წარმოდგენილ არქტიქტურულ და ურაბნულ სტანდარტებში.
ვულოცავთ ჩვენს დამკვეთებს პროექტის წარმატებით დასრულებას და იმედი გვაქვს, მათი მომხმარებლისთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გარემო შევქმენით, სადაც სტუმრობის სურვილი არაერთხელ გაუჩნდებათ.