მისაღებ ოთახში ექსკლუზიურად და იდეალურად დაბალანსებული დეკორის შესაქმნელად, TV კედელზე გამოვიყენეთ
ეკოლოგიურად სუფთა, იტალიური ბრენდის Cotto Deste-ს მეგა ფორმატის მარმარილოს დეკორატიული ფილები და
ბუნებრივი ხის დეკორატიული პანელი. სივრცეების განათებისთვის ჩვენმა დიზაინერებმა შეარჩიეს ორიგინალური,
მდიდრული და თანამედროვე სტილის Masiero-ს დეკორატიული ჭაღები, გაწყობილი ოქროსფერი მეტალის ელემენტებით.
მისაღების ინტერიერში უფრო მეტი სიმყუდროვისთვის განთავსებულია პრემიუმ კლასის, იტალიური ბრენდის Paolo Castell-ის
ავეჯის კომფორტული კომპლექტი – თეთრი დივანი და სავარძლები.
ბინას გააჩნია 2 სველი წერტილი, რომლებიც დამკვეთის სურვილის შესაბამისად, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ტიპის დიზანში არის გადაწყვეტილი. აბაზანის დიზაინში უფრო მეტი მდიდრული და ელეგანტური ატმოსფეროს შესაქმნელად, ჩვენმა დიზაინერებმა მარმარილოს ფაქტურის მეგა ფორმატის კერამიკული ფილები გამოიყენეს. რაც შეეხება ექსტერიერს, „რუმ დიზაინ სტუდიოს“ გუნდმა შექმნა დიდი შუშაბანდებით გამოყოფილი ვერანდის დიზაინი, კომფორტული მოსასვენებელი სივრცე, რომელიც მოწყობილია დეკორატიული მცენარეებითა და გარე ავეჯით. ამ საცხოვრებელი ბინის დაპროექტებისას ჩვენმა დიზაინერებმა იზრუნეს იმაზე, რომ ინტერიერის დიზაინი ყოფილიყო მდიდრული და ელეგანტური, მაგრამ ამავდროულად მყუდრო და კომფორტული. თანამედროვე, ექსკლუზიური დიზაინი შეიძლება იყოს განსხვავებული პიროვნების გემოვნების და მოთხოვნების შესაბამისად. „რუმ დიზაინ სტუდიო“ დაგეხმარებათ, თქვენი სურვილები და წარმოსახვა აქციოთ რეალობად.