ფერთა პალიტრა მაქსიმალურად მშვიდი და ბუნებრივია, რასაც ორგანულად ერწყმის ცოცხალი მცენარეები და ამით ბუნებასთან სიახლოვის განცდა იქმნება. თანამედროვე აქსესუარები, მაგიდის და იატაკის ლამპა, ორიგინალური სტილის დეკორატიული განათება ერთგვარი პიკანტური ნოტებია, რომლებიც საინტერესო აქცენტებს სვამენ და კლასიკურ დიზაინში 21-ესაუკუნის ექსტრავაგანტური შტრიხები შეაქვთ. მთავარი მისაღები ოთახიდან სამზარეულო გამოყოფილია მსუბუქი და გრაციოზული დიზაინით გამორჩეული ვიტრაჟით, რაც ერთგვარად ანეიტრალებს კედლებზე და კუნძულზე გამოყენებული მასიური ქვების სიმძიმეს. სააბაზანო გადაწყვეტილია მინიმალისტურ სტილში, მაგრამ გასათბობად და გლამურული ეფექტისთვის შემოტანილია ოქროსფერი დეკრატიული განათება, საშხაპე, სარკის ჩარჩო და სხვა აქსესუარები.