” რუმ დიზაინ სტუდიო “ – ეს არის პროფესიონალური მომსახურება, საუკეთესო ხარისხის პროდუქცია და მაღალი სტანდარტის შესაბამისი შედეგი. ჩვენ ვქმნით არქიტექტურა – დიზაინის მოწყობის ფილოსოფიას , ვთანამშრომლობთ ლიდერ ევროპულ კომპანიებთან და ვაცნობიერებთ, რომ თითოეული თქვენგანი ჩვენთვის განსაკუთრებულია, ამიტომ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებს , რათა აირჩიოთ სერვისების სწორი პაკეტი, თქვენი კომერციული სივრცეებისთვის. ჩვენი კომპანია სპეციალიზირებულია ელიტური დიზაინის პროექტების განხორციელებაში და გთავაზობთ არქიტექტურულ და ინტერიერის დიზაინის სრულ ციკლს ჩვენივე სტილში.
ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ცნობილია მოდერნისტული და ამბიციური გადაწყვეტილებებით. ჩვენი მთავარი სიძლიერე პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია. რადგან იყო „ რუმ დიზაინ სტუდიოს “ მომხმარებელი, ეს ნიშნავს: გემოვნებიან არჩევანს, საინტერესო პროცესს, საუკეთესო შედეგს..
თითვეული პროექტის ფარგლებში შემუშავებული ყველა გადაწყვეტილება თქვენი საჭიროებებისა და სურვილების სიღრმისეული ანალიზის შედეგია, რაც უზრუნველყოფს პროფესიონალურად დაპროექტებულ კომერციულ ინვესტირებას და კომფორტის, რაც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს.
გეხმარებით უნიკალური სივრცის შექმნაში, რომელიც აჯადოებს სტუმარს პირველივე შეხედვით. ჩვენი დიზაინი აერთიანებს ფუნქციურ კომფორტს, ვიზუალურ გამორჩეულობას და ბრენდის იდენტობას, რაც გეხმარებათ თქვენი ბიზნესის ღირებულების გაზრდაში.
ჩვენ ვქმნით ატმოსფეროს, რომელიც პირველივე ნაბიჯზე მადას აღძრავს და სტუმარს ამახსოვრებს გამოცდილებას.სტილი, კომფორტი და ფუნქციურობა ერთ სივრცეში — იმიტომ, რომ რესტორნის წარმატება მხოლოდ მენიუზე არ დგას.
ვაწყობთ გარემოს, რომელიც ზრდის პროდუქტიულობას, ამყარებს ბრენდის იმიჯს და უკეთეს სამუშაო კულტურას ქმნის. ეს არ არის უბრალოდ დიზაინი — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია თქვენს წარმატებაში.
ჩვენი მისიაა შევქმნათ მიზნობრივი, მაღალი ხარისხის კომერციული სივრცეები ლიდერი კომპანიებისთვის. ვაყალიბებთ გარემოს, რომელიც აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას, აძლიერებს ბრენდის იდენტობას და ზრდის ბიზნესის ღირებულებას.
ჩვენ ვართ პლატფორმა, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ინტერიერის მოდის მსოფლიო ტენდენციები და ტრენდები, რომლებსაც კარნახობენ წამყვანი მეგაპოლისები. ჩვენი მიზანია, შემოგთავაზოთ მრავალფეროვანი, მაღალხარისხიანი და დახვეწილი პროდუქცია. სწორედ ეს ექსტრაორდინალური მრავალფეროვნებაა, რომელიც გამოარჩევს „ რუმ დიზაინს“ და რომელიც გვაქცევს პლატფორმად გლობალური გადაწყვეტილებებისთვის. ჩვენი მიზანია, გავხადოთ არქიტექტურა და დიზაინთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია თქვენთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხელშესახები. სწორად დავუკავშიროთ ერთმანეთს ბიზნესი და შემოქმედება, ექსკლუზიური პროდუქცია და სწორი დიზაინერული გადაწყვეტილებები.