ინტერიერის დიზაინი ინტერიერის დიზაინი ინტერიერის დიზაინი
ჩვენ ვუზრუნველყოფთ

ინტერიერის დიზაინის სრულ სერვისს

“რუმ დიზაინ სტუდიო” – ეს არის კომპანია, რომელსაც მრავალი წელია ენდობიან მომხარებლები და ლიდერი კომპანიები. ჩვენ ვყიდით ემოციას და მაღალკვალიფიციურ დიზაინ-მომსახურებას. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ცნობილია მოდერნისტული და ამბიციური გადაწყვეტილებებით. ჩვენი მთავარი სიძლიერე პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმია. ჩვენ ვგრნობთ სტილს, ვეხებით ფერებსა და ფაქტურებს, ვფიქრობთ და ვგეგმავთ მასშტაბურად. ჩვენ ვართ თქვენი საიმედო პარტნიორი პროექტირება-დიზაინის სფეროში.

ფუნქციონალურობა

ინტერიერის სწორად დაგეგმვა და ზონირება უზრუნველყოფს კომფორტულ და მოსახერხებელ გარემოს, სადაც ყველა ტერიტორია და ელემენტი ითვალისწინებს მომხმარებლის საჭიროებებს.

ესთეტიკური ჰარმონია

მათი ფერების, ტექსტურებისა და ფორმების სამართლიანი შერწყმით, ინტერიერი ქმნის შემოქმედებით და ვიზუალურად სრულყოფილ გარემოს, რომელიც ამაღლებს განწყობას და ჰარმონიას.

მიზანმიმართული დიზაინი

პროექტის ყველა ელემენტი შეესაბამება დიზაინის მოთხოვნებს და მომხმარებლის საჭიროებებს, ქმნით სივრცეს, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტსა და პრაქტიკულობას.

რას გთავაზობთ

დიზაინ-პროექტირების პროფესიონალური მომსახურება

დიზაინ-პროექტი – ეს არის თქვენი იდეების, სურვილებისა და მოთხოვნების განსახიერება თქვენი სივრცის დიზაინისთვის. შექმნა თანამედროვე ინტერიერის დიზაინი, ნიშნავს, ერთდროულად პასუხი გასცე რიგ მოთხოვნებს, რომლებიც ორგანულად ითავსებენ ამოცანათა მთელ კომპლექსს – ფუნქციურს, მოცულობით – სივრცობრივს, ინჟინრულ –ტექნიკურსა და მხატვრულ–ესთეტიკურს. ჩვენთან, ნებისმიერი ამოცანის გადაწყვეტა, ხდება ყველა შემადგენელი ნაწილის ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, სადაც საფუძვლიანად უნდა იქნას შესწავლილი მოძრაობის გრაფიკა, სივრცეების ზონირებად დაყოფა და თანმიმდევრობა, ესთეტიკური და ფსიქოლოგიური გარემო, ბუნებრივი და ხელოვნური განათება, ავეჯი, გათბობა, ვენტილაციის გეგმები, იატაკები და გამწვანების ელემენტების ჩართვა. მხოლოდ, ყველა საკითხის კომპლექსურად გადაწყვეტის შედეგად, შეიძლება მოვიპოვოთ ოპტიმალური ფორმისა და მასშტაბის, აკუსტიკის, განათების და ფერების გადაწყვეტის სპეციფიკური კანონზომიერებები.

დაინტერესებული ხართ ჩვენი მომსახურებით

რას გთავაზობთ

პროექტის იდეალურად დაგეგმარება

თუ ერთხელ მაინც გამოგიცდიათ ინტერიერის შექმნის და რემონტის პროცესი, ცხადია, გეცოდინებათ, თუ რაოდენ დიდ დროსთან და ფიქრთან არის დაკავშირებული სრულყოფილი შედეგი. სწორედ ამიტომ, თქვენი კომფორტისთვის, „რუმ დიზაინ სტუდიო“ გთავაზობთ პროფესიონალური პროექტირება-დიზაინის მომსახურებას საცხოვრებელი, კომერციული და ჰორეკა მიმართულებისთვის, რაც მოიაზრებს ობიექტის სწორ ზონირებას და ფუნქციონალურად გამიჯვნას, ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შემუშავებას ნულიდან – აქსესუარებამდე, დიზაინ პროექტირებას, 3D ვიზუალიზაციას, ბიუჯეტირებას რეალური მასალებით და ავეჯით, მასალების შერჩევას, კალკულაციას და სრული რემონტის სერვისს დაგეგარებიდან გასაღების ჩაბარებამდე. რაც მთავარია, ჩვენთან ეს ყველაფერი სრულდება დამკვეთთან შეთანხმებული ვადების და ბიუჯეტის სრული დაცვით.

საცხოვრებელი სივრცის პროექტირება-დიზაინი

„რუმ დიზაინ სტუდიო“-ს არქიტექტორ-დიზაინერები დამკვეთებს სთავაზობენ პრემიუმ კლასის პროექტირება-დიზაინს იდეიდან სრულყოფილ დასრულებამდე. თუ გეგმავთ საცხოვრებელი ბინის, კერძო სახლის ან ვილის მშენებლობას და რემონტს, ჩვენ გაგიწევთ პროფესიონალურ მომსახურებას უწყვეტი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ელეგანტურობის კომბინაციით.

კომერციული ობიექტის პროექტირება-დიზაინი

„რუმ დიზაინ სტუდიო“ გთავაზობთ მომსახურების სრულ სერვისს კომერციული პროექტებისთვის. ჩვენ გვესმის ფუნქციონალური და პრაქტიკული ინტერიერის მნიშვნელობა, როდესაც საქმე ეხება თქვენს ბიზნესს. ჩვენი პროექტირება-დიზაინის სერვისები თქვენთვის მცირე ინვესტიციაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შექმნათ კომფორტული გარემო თქვენს კომერციულ სივრცეში.

ჰორეკა სექტორის პროექტირება-დიზაინი

„რუმ დიზაინ სტუდიო“ ორიენტირებულია პრემიუმ სეგმენტის პროექტირება-დიზაინზე. ჩვენს მიერ შექმნილია არაერთი სასტუმროს, რესტორნის თუ კაფე-ბარის საუცხოო არქიტექტურულ-დიზაინერული პროექტი.
როდესაც ვიწყებთ კომერციულ პროექტზე მუშაობას, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ დეტალს, რომელიც თქვენი ბიზნესის იდენტიფიცირებას ახდენს: ბრენდი, იდენტურობა, მდებარეობა და კონკურენტული გარემო. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი დახვეწილი და ელეგანტური პროექტებით შთამაგონებელ ემოციას ვქმნით ინტერიერში, რაც თქვენი მომხმარებლებისთვის საოცრად შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ ეფექტს მოახდენს. ეს კი გარანტიაა იმისა, რომ ინტერიერის დიზაინით და ესთეტიური გარემოთი მონუსხული სტუმრები თქვენი მუდმივი მომხმარებლები გახდნენ.

ჩვენი ბოლო პროექტები