ჩვენ შესახებ ჩვენ ვქმნით მდიდრულ ატმოსფეროს თქვენს ინტერიერში, იმიტომ რომ თქვენ საუკეთესოს იმსახურებთ!
ვინ ვართ ჩვენ

რას გთავაზობთ

„რუმ დიზაინ სტუდიო“ არის ინტერიერის დიზაინის და არქიტექტურული სტუდია, რომელიც მრავალი წელია, ორიენტირებულია ექსკლუზიური და პრემიუმ კლასის პროექტირება-დიზაინის შექმნაზე. ჩვენი მაღალკვალიფიციური არქიტექტორებისგან და დიზაინერებისგან შემდგარი გუნდი, ცნობილია მოდერნისტული და ამბიციური გადაწყვეტილებებით. „რუმ დიზაინ სტუდიო“-ს მომსახურებით სარგებლობენ სხვადასხვა კომერციული ფართების, სასტუმროების, რესტორნების, კერძო ბინის თუ ვილის მეპატრონეები, ვინც უპირატესობას ანიჭებენ ესთეტიკას, ორიგინალურობას და კომფორტს ინტერიერში. ჩვენთვის, ნებისმიერი სირთულის დიზაინ პროექტი, გამოწვევაა და ამიტომაც, ყოველი დეტალის გათვალისწინებით, ვქმნით ნამდვილ შედევრებს და სწორ გადაწყვეტებს ინტერიერში, დამკვეთთან შეთანხმებული ვადების და ბიუჯეტის სრული დაცვით.

ჩვენი მიზანია, შევიტანოთ წვლილი არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის სფეროს განვითარებაში, ვაქციოთ ნებისმიერი სივრცე ხელოვნების ნიმუშად, სადაც მარადიული ფუფუნება და თანამედროვე ოსტატობის თამამი გადაწყვეტები იღებენ სათავეს. 

მიღწევები

0
კმაყოფილი მომხარებელი
0
შესრულებული სამუშაო
0+
მოგებული ჯილდო
0
მუშაობის წელი

ჩვენ ვქმნით საუცხოო და მდიდრულ ინტერიერის დიზაინს, რომელიც უძლებს დროს!

ინდივიდუალურობა

თითოეული დიზაინ-პროექტი ჩვენთვის განსაკუთრებულია. ამიტომაც, „რუმ დიზაინ სტუდიო“-ს გუნდი, დამკვეთებთან თანამშრომლობს ინდივიდუალურად. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით და კრეატიული მიდგომით, ვქმნით ექსლუზიურ პროექტირება-დიზაინს.

მოქნილობა

დაწყებული საცხოვრებელი ბინებიდან ხუთვარსკვლავიან სასტუმროებამდე, ყველა პროექტი უნიკალურია. ჩვენ გავურბივართ სტანდარტულ მეთოდებს და თითოეული დამკვეთის სტილის, გემოვნების და ბიუჯეტის გათვალისწინებით, ვქმნით პერსონალურ დიზაინ-პროექტებს.

მუშაობის სრული ციკლი

ჩვენ ვზრუნავთ პროექტის ყველა სირთულეზე – დაწყებული თეთრი კარკასიდან, დამთავრებული ავეჯის და აქსესუარების მოწყობის ბოლო კოორდინაციამდე. ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, დამკვეთის მოთხოვნას და საჭიროებას ყოველთვის ვაკმაყოფილებთ.

დაგვიკავშირდით

გაგვიზიარეთ თქვენი იდეები და სასურველი პროექტი. ჩვენ მუდამ მზად ვართ, გაგიწიოთ დიზაინ-პროექტირების პროფესიონალური კონსულტაცია და მომსახურება.

    მომსახურების ტიპი

    მისამართი

    თბილისი, პეკინის გამზ. #39

    • info@roomdesign.ge
    • 0322 05 39 39

    სამუშაო გრაფიკი

    ორშაბათი – შაბათი /  10:00 – 19:00