არქიტექტურული დიზაინი არქიტექტურული დიზაინი არქიტექტურული დიზაინი

არქიტექტურული დიზაინის მომსახურება

„რუმ დიზაინ სტუდიო“-ში ვამაყობთ, რომ თითოეული დეტალის გათვალისწინებით ვარღვევთ თანამედროვე ტენდენციების საზღვრებს და ნებისმიერ ინტერიერს ელიტარულ სივრცედ ვაქცევთ. ჩვენი პროფესიონალი არქიტექტორების და დიზაინერებისგან შემდგარი გუნდი ყოველთვის ორიენტირებულია პერსონალიზებული დიზაინ-პროექტის შექმნაზე, რომელიც მორგებულია თითოეული დამკვეთის ცხოვრების სტილზე, ხასიათსა და გემოვნებაზე.

დაწყებული საწყისი კონცეფციიდან დამთავრებული გასაღების ჩაბარებამდე, ჩვენ ვქმნით ნამდვილი ფუფუნების ხელოვნებას ინტერიერში, რაც ჩვენი ურყევი სავიზიტო ბარათია. “რუმ დიზაინ სტუდიო”-ში არქიტექტურულ პროექტებს გვიკვეთავენ სხვადასხვა კომერციული ფართების თუ კერძო ბინის მომავალი მეპატრონეები, რომელთა თვალსაზრისით, არქიტექტორი უნდა ფიქრობდეს და აანალიზებდეს ყველა იმ ნიუანსს, რაც უნდა აკმაყოფილებდეს დამკვეთის ნებისმიერ ამბიციურ არქიტექტურულ კონფიგურაციას თავისი სამშენებლო ნორმებით და უპირატესობებით.

რატომ ჩვენ

ჩვენთან პროექტების დაგეგმარების და მართვის მიმართულებით მუშაობენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორ-დიზაინერები, რომლებიც თქვენი პროექტირება-დიზაინისთვის უზრუნველყოფენ შემდეგ მნიშვნელოვან ეტაპებს, როგორიცაა: რისკების დაგეგმვა და მართვა, დაინტერესებულ მხარეთა დაგეგმვა და მართვა (Stakeholder Matrix), ხარისხის მართვა და კონტროლი, ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა, ადამიანური და სხვა მატერიალური რესურსების დაგეგმვა და მართვა, პროექტის ამოცანები და ინტერვენციის ჩარჩო (ლოგიკური ჩარჩოს აგება), ადამიანური რესურსების განსაზღვრა, სამუშაოს დროში განაწილება, განტის ცხრილის აგება და საპროექტო წინადადების დოკუმენტაციის გაფორმების წესები.

რას გთავაზობთ

პროექტის იდეალურად დაგეგმარება

ჩვენთან პროექტების დაგეგმარების და მართვის მიმართულებით მუშაობენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე არქიტექტორ-დიზაინერები, რომლებიც თქვენი პროექტირება-დიზაინისთვის უზრუნველყოფენ შემდეგ მნიშვნელოვან ეტაპებს:

არქიტექტურული სამუშაო ნაწილი

როგორც კი დადასტურდება ვიზუალური საპროექტო ნაწილი, ჩვენი არქიტექტორი აკორექტირებს საესკიზო პროექტს სურვილის შემთხვევაში და იწყებს ახალი გეგმის და სქემების დამზადებას.

არქიტექტურული კონსტრუქციული ნაწილი

კონსტრუქტორი ამოწმებს ყველა სამშენებლო საკონსტრუქციო ნაწილს. პირველ რიგში, როგორც ფუნდამეტზე, ასევე დანარჩენ არქიტექტურულ სამშენებლო ნაწილზე, ამაზდებს ნახაზებს და ინსტრუქციებს სამუშაო ბრიგადისთვის.

საინჟინრო პროექტირება

პროექტი გადაეცემა ინჟინერებს და ამის შემდეგ ისინი იწყებენ ყველა საკომუნიკაციო დავალების პროექტირებას: წყალგაყვანილობა და კანალიზაცია, გათბობა და ვენტილაცია, ელექტროობა და თბილი იატაკები.

პროექტის შეთანხმება

პროექტის დასრულების შემდეგ, საჭიროა დამკვეთის პასპორტი და დანარჩენი თანმხლები ყველა საბუთი, რის შემდეგაც ჩვენ ვათანხმებთ თქვენს პროექტს შესაბამის სანებართვო ორგანოში და ვიღებთ აუცილებელ თანხმობას პროცედურების დასრულების შემდეგ. ეს იქნება ოფიციალურად ნებადართული და დამტკიცებული სამშენებლო ნებართვა, რის შემდეგაც შესაძლებელია ობიექტის სამშენებლო ნაწილის დაწყება.

საცხოვრებელი სივრცის პროექტირება-დიზაინი

„რუმ დიზაინ სტუდიო“-ს არქიტექტორ-დიზაინერები დამკვეთებს სთავაზობენ პრემიუმ კლასის პროექტირება-დიზაინს იდეიდან სრულყოფილ დასრულებამდე. თუ გეგმავთ საცხოვრებელი ბინის, კერძო სახლის ან ვილის მშენებლობას და რემონტს, ჩვენ გაგიწევთ პროფესიონალურ მომსახურებას უწყვეტი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ელეგანტურობის კომბინაციით.

კომერციული ობიექტის პროექტირება-დიზაინი

„რუმ დიზაინ სტუდიო“ გთავაზობთ მომსახურების სრულ სერვისს კომერციული პროექტებისთვის. ჩვენ გვესმის ფუნქციონალური და პრაქტიკული ინტერიერის მნიშვნელობა, როდესაც საქმე ეხება თქვენს ბიზნესს. ჩვენი პროექტირება-დიზაინის სერვისები თქვენთვის მცირე ინვესტიციაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, შექმნათ კომფორტული გარემო თქვენს კომერციულ სივრცეში.

ჰორეკა სექტორის პროექტირება-დიზაინი

„რუმ დიზაინ სტუდიო“ ორიენტირებულია პრემიუმ სეგმენტის პროექტირება-დიზაინზე. ჩვენს მიერ შექმნილია არაერთი სასტუმროს, რესტორნის თუ კაფე-ბარის საუცხოო არქიტექტურულ-დიზაინერული პროექტი. როდესაც ვიწყებთ კომერციულ პროექტზე მუშაობას, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ დეტალს, რომელიც თქვენი ბიზნესის იდენტიფიცირებას ახდენს: ბრენდი, იდენტურობა, მდებარეობა და კონკურენტული გარემო. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი დახვეწილი და ელეგანტური პროექტებით შთამაგონებელ ემოციას ვქმნით ინტერიერში, რაც თქვენი მომხმარებლებისთვის საოცრად შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ ეფექტს მოახდენს. ეს კი გარანტიაა იმისა, რომ ინტერიერის დიზაინით და ესთეტიური გარემოთი მონუსხული სტუმრები თქვენი მუდმივი მომხმარებლები გახდნენ.

დეკორირება

„რუმ დიზაინ სტუდიო“ ორიენტირებულია პრემიუმ სეგმენტის პროექტირება-დიზაინზე. ჩვენს მიერ შექმნილია არაერთი სასტუმროს, რესტორნის თუ კაფე-ბარის საუცხოო არქიტექტურულ-დიზაინერული პროექტი. როდესაც ვიწყებთ კომერციულ პროექტზე მუშაობას, ჩვენ ვითვალისწინებთ ყველა იმ დეტალს, რომელიც თქვენი ბიზნესის იდენტიფიცირებას ახდენს: ბრენდი, იდენტურობა, მდებარეობა და კონკურენტული გარემო. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი დახვეწილი და ელეგანტური პროექტებით შთამაგონებელ ემოციას ვქმნით ინტერიერში, რაც თქვენი მომხმარებლებისთვის საოცრად შთამბეჭდავ და დასამახსოვრებელ ეფექტს მოახდენს. ეს კი გარანტიაა იმისა, რომ ინტერიერის დიზაინით და ესთეტიური გარემოთი მონუსხული სტუმრები თქვენი მუდმივი მომხმარებლები გახდნენ.

ჩვენი ბოლო პროექტები