საცხოვრებელი ბინა საბურთალოზე, თბილისი გარდენი

პროექტის აღწერა

მიმდინარე პროექტი - ინდივიდუალური საცხოვრებელი აპარტამენტი საბურთალოზე. პროექტის მიზანს წარმოადგენდა შეგვექმნა სოლიდური, მყუდრო და ჰარმონიული გარემო ახალგაზრდა ოჯახის მოთხოვნებისა და ცხოვრების სტილის გათვალისწინებით. ობიექტის თითოეული დეტალი იმგვარადაა გათვლილი, რომ არ დაირღვეს ბუნებრივი მასალებითა და ორნამენტთა რიტმული კომბინაციით შექმნილი სივრცის ერთიანობა. აპარტამენტი გამოირჩევა ულამაზესი პანორამული ხედით მთელ თბილისზე. ფერთა დინამიური კომბინაცია და დიზაინის უახლესი მიდგომები -ტექსტურირებული დეკორატიული კედლის მასალა, ნატურალური იტალიური მარმარილო და ხავერდი, ინტერიერს კიდევ უფრო მეტ სიცოცხლეს სძენს.

დამკვეთი: ფიზიკური პირი

დასრულების თარიღი : 30 ივნისი 2023