ბუნებასთან შერწყმული ჰარმონიული სტილი
არქიტექტორულად გადაწყვეტილია მთლიანი პანორამული სტილი, რათა მაქსიალურად შეგვეთავსებინა ბუნების ხედები ინტერიერთან და ორგანულად მოგვეხდინა ბუნების მშვიდი და ინეტერიერის ხის დეტალებით მოწყობის ბუნებრივი მომენტები. ასევე ნებისმიერი ოთახიდან შესაძლებელი გავხადეთ ტკბობა არსებული ფიჭვნარის სილამაზით.
სამზარეულო გაერთიანებულია სასადილო ზონასთან და კედელზე მოხდენილად არის შეხამებული ნატურალური ქვის დეტალები, რომლებიც ხშირად გამოიყენება ძველებურ ევროპულ სტილის სახლებში.
ინტერიერის დიზაინის გადაწყვეტები
ბინაში, ასევე, არის მოსასვენებელი ოთახი სპეციალურად ცალკე განმარტოვებისთვის და მაქსიმალური სიმშვიდისთვის. ეს ძველებური სტილის ოთახი უკავშირდება საძინებლებს და შესაბამისად, ჰარმონიულად გადადის საძინებლების მშვიდ ზონაში.
ბინის ბოლო სართული ისევ მშვიდ და წყნარი ატმოსფეროს შექმნას ემსახურება, სადაც სტუმრებთან ერთად შეიძლება განმარტოვება და ხის მასიური მოპირკეთების ფანჯრებიდან ბუნების სილამაზით ტკბობა.
დანარჩენი სივრცის დეკორატიული ელემენტები – მსოფლიო რუქა მასიურ ხის ჩარჩოში და სამზარელოს ტექნიკა გადაწყვეტილია რეტრო სტილში, ინტერიერს ასევე განსაკუთრებულ ვინტაჟურ ელფერს სძენს ჭაღები.