პროექტის დამატებითი აღწერა
პირველ სართულზე განთავსებული მისაღები ოთახი გადაწყვეტილია თბილ, ნეიტრალურ ფერებში და ნეოკლასიკურ სტილში.
ოთახის შუაგულში დომინირებს სპეციალურად ვილებისა და სასტუმროებისთვის დამზდებული დიზაინერული სანათი, რომელიც
ორიგინალურ კომპოზიციურ განათებას ქმნის ინტერიერში. სივრცეში მყუდრო გარემოს შესაქმნელად, განთავსებულია უმაღესი ხარისხის,
დეკორატიული კერამიკული გრანიტის ფილებით მოპირკეთებული ბუნებრივი ბუხარი. მისაღები ოთახის კედლებს იტალიური წარმოების
ულამაზესი დეკორატიული შპალერი და მარმარილოს ფაქტურის მეგა ფორმატის, ნეოკლასიკური სტილის კერამიკული ფილები ამშვენებს.
კედლები შეფუთულია ნატურალური ხის ფაქტურის პანელებით, რომლებიც ინტერიერში ამაღლებულ განწყობას ქმნიან.
პროექტის საბოლოო აღწერა
განსაკუთრებული სპეციფიურობით გამოირჩევა კიბის უჯრედი მოპირკეთებული ბუნებრივი მარმარილოს ქვით, რომლის სივრცე
გაფორმებულია ბუნებრივი ელემენტების მქონე დეკორატიული პანოთი, ნატურალური ხის 3D პანელით და ლედ განათების სისტემით,
რომელიც სინთეზურად ერწყმის სივრცის საერთო ინტერიერს.
პროექტის ბოლო აღწერა
ზოგადად, საერთო ინტერიერი გამოირჩევა განსაკუთრებული, მდიდრული ეფექტის მქონე აქცენტებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვილის
ინტერიერი ხელოვნების ნიმუშის დონეზეა შექმნილი და ამის ნათელი მაგალითი კიბის გვერდითა ნაწილში დეკორაციისთვის განთავსებული
ქანდაკებაა, რასაც საინტერესო და მდიდრული შტრიხი შემოქავს ინტერიერში.