სად შევიძინოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ინტერიერისთის

სტილი, რომელიც აღწერს პიროვნებას

თუ ინტერიერი ადამიანის იდენტობის სურათია, მაშინ „გალერეა რუმ დიზაინი“ ის ადგილია, სადაც გრძნობ, რომ სტილი საუბრობს შენზე. ფერები, ფაქტურები და მასალები, რომელთაც აქ აღმოაჩენთ, შექმნილია იმ სივრცეებისთვის, რომლებიც უნდა გადმოსცემდნენ ემოციებს, გემოვნებასა და ინოვაციურ ხედვას. სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის გალერეას სასურველ სივრცედ „ROOM DESIGN STUDIO“-ს მიერ შექმნილი პროექტებისთვის.

პარტნიორობა რომელიც რემონტის პროცესს ამარტივებს

რემონტის დამღლელი პროცესისგან თავის არიდება თითქმის შეუძლებელია — თუმცა მისი გამარტივება ნამდვილად შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, „ROOM DESIGN STUDIO“-სა და „ROOM DESIGN GALLERY“-ის თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, ჩვენს კლიენტებს შევთავაზოთ არამხოლოდ შთამბეჭდავი დიზაინები, არამედ ხარჯებისა და დროის დაზოგვაც. შერჩეული მასალები, ზუსტად გათვლილი დეტალები და ხელმისაწვდომი გადაწყვეტილებები ქმნის სანდო გზას იდეიდან სრულყოფილ ინტერიერამდე.

როცა დიზაინი ემოციად იქცევა

შოურუმში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთი კატეგორიების ფართო არჩევანს, როგორიცაა შპალერები, ფარდები, ტექსტილი, კერამოგრანიტის ფილები და მოსაპირკეთებელი მასალები — ექსკლუზიურად წამყვანი ევროპული ბრენდებისგან. „ROOM DESIGN STUDIO“-ს დიზაინერები ქმნიან ხედვას, ხოლო გალერეა ქმნის შესაძლებლობას, რომ ეს ხედვა მაღალ ხარისხში განხორციელდეს. ასე იბადება სივრცე, რომელიც უძლებს დროს.