ROOM DESIGN STUDIO არის ინტერიერის დიზაინის სტუდია თბილისში, რომელიც 2012 წლიდან ქმნის ინდივიდუალურად მორგებულ, ესთეტიკურად გამართულ და ფუნქციურ სივრცეებს. ჩვენი გუნდი აერთიანებს არქიტექტორ დიზაინერებს და ამ სფეროში მოღვაწწე ხელოვანებს, რომლებსაც უყვართ სტილი, დეტალები და ხარისხიანი შედეგი. ჩვენ ვქმნით მხოლოდ საუცხოო საცხოვრებელ, საოფისე და კომერციულ სივრცეებს რომელიც უძლებს დროს და გააჩნია თავისსი ინდივიდუალურობა..
ჩვენი მიზანია, თითოეული კლიენტის ინდივიდუალური ხედვა და სურვილები ვაქციოთ გარემოდ, სადაც შესსრულებული ყოველი პროექტი იქნება დამკვეთის მსოფლხედველობის ნაწილი, ხედვა მისი გლობალური სამყაროს მიმართ.
ადგილი, სადაც იდეა ფორმად იქცევა და სტილი – ყოველდღიურ რეალობად.
ჩვენი გუნდი მუდამ ჩართულია აღნიშნულ სფეროში არსებული სიახლეების გაცნობაში, ჩვენ ვქმნით დიზაინ-პროექტებს, რომლებშიც არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ჰარმონიულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. რის სსაფუძველზეც გიზიარებთ 2025 წლის ინტერიერის დიზაინის ტენდეციებს, რაც ყველაზე აქტუალურია.
ღრმა ტონები და ტექსტურები
2025 წელს მოდაშია ინტენსიური ფერები: ბორდო, შოკოლადისფერი და ღრმა ლურჯი. ისინი შერწყმულია ხის, ქვისა და მინის ტექსტურებთან, რაც ინტერიერს სიღრმესა და მდიდარ ვიზუალურ შთაბეჭდილებას ანიჭებს.
ბუნებრივ მასალებზე ფოკუსი
ეკოლოგიური ინტერიერი აღარ არის მოდის გავლენა — ეს ცხოვრების სტილია. ხე, ბამბუკი, ნატურალური ტექსტილი და ქვა – ისინი ქმნიან თბილ, სასიამოვნო და ჯანსაღ გარემოს.
მინიმალიზმი და ემოციური ობიექტები
შერჩეული დეკორაცია უნდა გადმოსცემდეს ემოციას და ინდივიდუალობას. მეტად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ავეჯი და განათება, ვიდრე ზედმეტი ნივთები.
ბევრისთვის ინტერიერის დიზაინი მხოლოდ ავეჯის სწორად შერჩევაა, მაგრამ რეალურად, პროფესიონალი დიზაინერი სივრცეს სიცოცხლეს სძენს — ზუსტად განსაზღვრავს მის ფუნქციურ ზონებს, ჰარმონიას ქმნის სტილსა და პრაქტიკულობას შორის, იყენებს უახლეს ტექნოლოგიას, რათა თქვენს თვალწინ ციფრულად გაცოცხლდეს მომავალი ინტერიერი, თავად აგვარებს მასალებისა და მომწოდებლების შერჩევის სირთულეს და ამ ყველაფერს ახერხებს ბიუჯეტისა და დროის ზუსტ ჩარჩოებში.
„რუმ დიზაინ სტუდიო“-ს თითოეულ პროექტში მომხმარებლისთვის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და სურვილი შერწყმულია უნიკალურ სტილთან და ასახულია დამკვეთის საოცნებო ინტერიერში. ჩვენი კვალიფიციური არქიტექტორების და დიზაინერების გუნდი რეალურ მასალებზე დაყრდნობით ქმნის საუცხოო დიზაინ-პროექტებს შეთანხმებული ვადების და ბიუჯეტის დაცვით.