„რუმ დიზაინ სტუდიო“ უკვე მრავალი წელია ქმნის უნიკალურ, შთამბეჭდავ და ექსკლუზიურ პროექტირება-დიზაინს საცხოვრებელი, კომერციული თუ საზოგადოებრივი სივრცეებისთვის. ჩვენი არქიტექტორების და ინტერიერის დიზაინერების ძლიერი მხარეებია კრეატიული და ორიგინალური მიდგომა, პრაქტიკული გამოცდილება და პროფესიონალიზმი. ჩვენ ვგრძნობთ სტილს, ვფიქრობთ და ვგეგმავთ მასშტაბურად, ვითვალისწინებთ დამკვეთის ხასიათს, გემოვნებას, მოთხოვნებსა და საჭიროებებს, ვშრომობთ თავდაუზოგავად იდეიდან გასაღების ჩაბარებამდე, იმისათვის, რომ თქვენი ოცნებები ვაქციოთ რეალობად.
უნიკალური არქიტექტურული გადაწყვეტილებები,
რომლებიც მომხმარებლის ხედვასა და
სურვილებთან სრულ თანხვედრაშია.
ჩვენ შემოქმედებითი სულითა და ხასიათით ვქმნით შთამბეჭდავ
ინტერიერის დიზაინს საცხოვრებელი, კომერციული და
საზოგადოებრივი სივრცეებისთვის.
ანდეთ თქვენი ინტერიერის დეკორირება „რუმ დიზაინ
სტუდიო“-ს გუნდს. ჩვენ ვაქცევთ თქვენს ინტერიერს
ესთეტიურ, კომფორტულ და ზღაპრულ სივრცედ.
„რუმ დიზაინ სტუდიო“ – ეს არის პროფესიონალი არქიტექტორების და დიზაინერებისგან შემდგარი გუნდი, რომელიც ცნობილია თავისი გამორჩეული, მოდერნისტული და ამბიციური გადაწყვეტილებებით დიზაინის სფეროში. ჩვენ, უკვე მრავალი წელია, გვენდობიან დამკვეთები. „რუმ დიზაინ სტუდიო“ ქმნის დაუვიწყარ, განსხვავებულ და მდიდრულ საცხოვრებელ, კომერციულ თუ საზოგადოებრივ სივრცეებს მაღალი ხარისხის და კვალიფიციური არქიტექტურულ-დიზაინერული მიდგომებით.
ჩვენ ვქმნით დიზაინ-პროექტებს, რომლებშიც არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი ჰარმონიულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. სტუდიის მომსახურებაში შედის პროექტის არქიტექტურული დაგეგმარება, ინტერიერის და ექსტერიერის 3D ვიზუალიზაცია, დიზაინ-პროექტირების სრული სერვისი იდეიდან გასაღების ჩაბარებამდე.
„რუმ დიზაინ სტუდიო“-ს თითოეულ პროექტში მომხმარებლისთვის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი და სურვილი შერწყმულია უნიკალურ სტილთან და ასახულია დამკვეთის საოცნებო ინტერიერში. ჩვენი კვალიფიციური არქიტექტორების და დიზაინერების გუნდი რეალურ მასალებზე დაყრდნობით ქმნის საუცხოო დიზაინ-პროექტებს შეთანხმებული ვადების და ბიუჯეტის დაცვით.
„რუმ დიზაინ სტუდიოში“ გვჯერა, რომ ყოველი სივრცე გადმოსცემს ისტორიას. ჩვენ ინტერიერის დიზაინს ვუდგებით, როგორც ხელოვნების დარგს და ვცდილობთ, ყოველ ჩვენს პროექტში ჩავაქსოვოთ კრეატიულობა, ესთეტიზმი, ინდივიდუალიზმი, ავთენტურობა და ნებისმიერი სივრცის დიზაინი ნამდვილ შედევრად ვაქციოთ.
ჩვენ თანაბრად გვესმის ფუნქციონალურობისა და ესთეტიკის მნიშვნელობა და ვცდილობთ, შევქმნათ ლამაზი, შთამბეჭდავი და პრაქტიკული სივრცეები. „რუმ დიზაინ სტუდიო“-ს გუნდისთვის ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა და ამიტომაც, ჩვენი მისიაა, განვავითაროთ ინტერიერის დიზაინის და პროექტირების პრინციპები, ელემენტები და სტილი, ვუზრუნველყოთ თქვენს მოთხოვნებზე, საჭიროებებსა და ინდივიდუალურ ხედვაზე მორგებული ორიგინალური და ექსკლუზიური გარემო თქვენი კომფორტისთვის.
„რუმ დიზაინ სტუდიო“-ში ჩვენ სპეციალიზირებულნი ვართ პრემიუმ კლასის, თანამედროვე ტენდენციებზე მორგებული მდიდრული და საუცხოო პროექტირება-დიზაინის მიმართულებით. ჩვენი გუნდი ფოკუსირებულია მიმზიდველი და მომხიბვლელი გარემოს შექმნაზე, რომელიც უძლებს დროს და აღვივებს ემოციებს. დიზაინ კონცეფციიდან დასრულებამდე, ჩვენ ვქმნით ელეგანტურ, ფუნქციურ და პრაქტიკულ სივრცეებს, რომლებიც ნამდვილად შთაგაგონებთ. არქიტექტურაში, ინტერიერის დიზაინში და დეკორირებაში მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩვენ ვაცოცხლებთ თქვენს ხედვას და სურვილებს.
ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ თქვენი მეგზური არქიტექტურისა და დიზაინის საოცარ სამყაროში.
რუმ დიზაინ სტუდიოს მომხმარებლებისთვის “გალერეა რუმ დიზაინი”-ს პროდუქციაზე.
„რუმ დიზაინ სტუდიო“-ს მომხარებელი ყოველთვის საუკეთესოს მოლოდინშია და ამიტომაც, ჩვენი არქიტექტორ-დიზაინერები დამკვეთებს სთავაზობენ პრემიუმ კლასის მომსახურებას – უწყვეტი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და ელეგანტურობის კომბინაციით. ჩვენ ვითვალისწინებთ მომხმარებლის ცხოვრების წესსა და მოთხოვნებს, შთაგონებული ვართ სურვილით, შევქმნათ ინდივიდუალური, მდიდრული და ავთენტური დიზაინი, რომელიც სცილდება ესთეტიკის საზღვრებს.
ჩვენ გვაქვს კრეატიული ხედვები და ვართ თამამი ნოვატორები.
ჩვენ ვქმნით ექსკლუზიურ ინტერიერის დიზაინს თქვენი უკეთესი ცხოვრებისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია დავნერგოთ ახალი მიდგომები პროექტირება-დიზაინის სფეროში და ავიყვანოთ მომსახურება უმაღლეს საფეხურზე. ჩვენთან ირღვევა სტერეოტიპი, რომ ინტერიერის პროექტირება და დიზიანი მოსაწყენი პროცესია. ჩვენ ვხდით ამ პროცესს სასიამოვნოს და შემოქმედებითს, ვარღვევთ მოსაწყენ საზღვრებს, ვართ თქვენი პერსონალური პარტნიორი დიზაინის სფეროში.
„რუმ დიზაინ სტუდიო“-ს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მომსახურების სფეროში. ჩვენი პროტფოლიო მდიდარია მრავალფეროვანი პროექტებით, როგორიცაა სახლების, ვილების, ოფისების, სასტუმრების, რესტორნების თუ სხვა სივრცეების დაპროექტება და დიზაინი.